среда, 30 марта 2016 г.

                                                                                                       დღე მეცხრე

       დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, მართალია ძალიან ვიღლებოდით გაკვეთილების შემდეგ ოთხსაათიანი მუშაობით, მაგრამ ძალიან ბევრი  ვისწავლე. ტრენინგზე ძალიან კარგი სამუშაო ატმოსფერო იყო, ასევე კარგი იყო ადამიანური რესურსი ტრენერიდან ჯგუფის თითოეულ წევრამდე. ჯგუფში ერთმანეთის პატივისცემა და თანადგომა სუფევდა. დღეს თითოეულმა წარმოვადგინეთ პრეზენტაცია სასწავლო პროექტებით, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, ჩვენს ბლოგს მოვუძებნეთ შესაფერისი დიზაინი.
       დიდი მადლობა ქალბატონ გვანცა სალიას და ჯგუფის თითოეულ წევრს ცხრა საინტერესო, სახალისო და საჭირო ინფორმაციით სავსე დღისათვის.

пятница, 25 марта 2016 г.

                                                                                                      დღე მერვე

   ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, სასწავლო პროექტის მიზნები კარგად  განვსაზღვრეთ,  შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები; დღეს ვისაუბრეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ შევქმენით  პრეზენტაცია, რომელსაც შემდეგ მეცადინეობაზე წარვადგენთ. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეთა მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
      ამ ტრენინგის შემდეგ შევეცდები ჩემი სასწავლო პრაქტიკა გავამდიდრო პროექტებით სწავლებით. გადავწყვიტე შევქმნა ჩემი ,,პროექტების ბანკი" რომელიც მშვენიერი რესურსი იქნება კოლეგებთან გამოცდილების გასაზიარებლად. ვისწავლე  სასწავლო პორტფოლიოს შექმნა, სხვა ადრე ჩატარებული გაკვეთილების პორტფოლიოსაც შევადგენ და ავტვირთავ.
                                                                          დღე მეშვიდე

    დღემდე დავალებებს მოსწავლის როლში ვასრულებდი. დღეს კი ისევ  მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდი და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინე.  ჯგუფებთან ერთად  ვიმსჯელე შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დამეხმარა,  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  შეფასებაში..ჯგუფთან ერთად ვიმსჯელე თუ როგორ უნდა მოვძებნო დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის. გავარკვიე როგორ დავგეგმავ თემისთვის საჭირო ფასილიტაციას .

пятница, 18 марта 2016 г.

                                                                      დღე  მეექვსე


  
                            ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დვალებების განხილვით. ჩემი პროექტის ,,პროპორცია“შესახებ ტრენერისა და კოლეგებისგან მოვისმინე რჩევები და შენიშნვები. მუშავე მოდული ხუთი -მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  
ჯგუფთან ერთად გავეცანი რუბრიკის გამოყენებას,ქულების მინიჭების სქემებს, თუ  როგორ შეიძლება გამოიყენო რუბრიკები,  და ჩეკლისტები.  ჩემს პროექტზე მუშაობისას ეხლა და შემდეგ  გაკვეთილზე გამოვიყენებ მოცემულ ფორმებს. შეფასების რუბრიკები დამეხმარება პროექტის სრულყოფილ დამუშავებაში.
პროექტებით სწავლება უფრო სახალისოს გახდის გაკვეთილს.

четверг, 17 марта 2016 г.

                                                                      დღე მეხუთე

 დღეს პირველ რიგში ჯგუფთან ერთად მივიღე ტრენერის უკუკავშირი რეფლექსიებთან დაკავშირებით, ვიმუშავე IV მოდულში-სასწავლო ნიმუშების შექმნა. ვიმსჯელე თუ როგორ გამოვიყენე ჩემს თემაში ინტერნეტი. მე ისტ-საც ვასწავლიდი და პრაქტიკაში გამოყენებული მაქვს პროექტები ,,PowerPoint-ში".  ვაჩვენე ჯგუფს ჩემი მოსწავლეების რამდენიმე ნამუშევარი. ტრენერმა მომცა რჩევები აღნიშნულ პროექტების შესახებ ,რაც დიდად დამეხმარება  მომავალში.

пятница, 11 марта 2016 г.

                                                                      დღე მეოთხე
           შეხვედრა დავიწყეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვით. გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნის ნიმუშებს. შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და აღვწერეთ სასწავლო პროცედურები პროექტის მომზადების სამივე ეტაპზე. მოვახდინეთ მეორე მოდულის შეჯამება.
          შეხვედრის ბოლო ნაწილში განვიხილეთ მოდული 3: კავშირები
განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები.   ვისაუბრეთ თუ :
  • როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
  • როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

вторник, 8 марта 2016 г.

                                                                      დღე მესამე


            დღეს 8 მარტია. დილა მილოცვებით დავიწყეთ და შემდეგ განვიხილეთ საშინაო
დავალება არჩეული პროექტისათვის ბუკლეტის დამზადება.
შემდეგ დავიწყეთ მოდული 2-სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
        ამ მოდულში  სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, განვიხილეთ ზოგადი შეკითხვები საიდანაც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვისაუბრეთ პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებზე და შევავსეთ პროექტის გეგმის ნიმუში.
ჩემი მუშაობის პრაქტიკაში რამდენიმე გაკვეთილის პროექტი და პრეზენტაცია გაკეთებული მაქვს თუმცა ვხედავ რომ ხშირად სტანდარტებს აცდენილი ვიყავი, ნიმუში და შაბლონები სწორი მიმართულების არცევაში დამეხმარება